logo_geo
eng_logo
Yandex-მა უკრაინაში ოფისები დახურა
- +

1 ივნისი. 2017. 22:38


კომპანიამ Yandex კიევსა და ოდესაში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ოჩირ მანჯიკოვმა განაცხადა, რომ „იანდექს უკრაინა" სანქციების სიაშია და ფაქტობრივად, არ შეუძლია უკრაინაში მოღვაწეობა. მისი თქმით, ამ ოფისების თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ფილიალებში გადასვლას შესთავაზებენ.


„კომპანია „იანდექს უკრაინა" სანქციების სიაშია და ფაქტობრივად, არ შეუძლია უკრაინაში მოღვაწეობა. ნაწილობრივ ყველა ანგარიში დაბლოკილია და თანამშრომლებს ხელფასს ვერ ვუხდით. ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება კიევსა და ოდესაში ოფისების დახურვის თაობაზე" , - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ოჩირ მანჯიკოვმა.


16 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი და ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ინტერნეტ-კომპანიების მუშაობა აკრძალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner