თვითმხილველების განცხადებით, ქალაქ ნიუპორტში მდებარე კურორტ World Manila-ს ტერიტორიაზე ცეცხლი სულ მცირე ერთმა ნიღბიანმა პირმა გახსნა. ადგილზე ძლიერი კვამლიც შენიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
აფეთქებისა და სროლის ხმას პანიკა მოჰყვა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.