„მე და ელისტრახო კილაძის ქმარი, რომელიც მემუქრებოდა, სრულიად სხვადასხვა ზნეობრივ კატეგორიაში ვიმყოფებით", - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანმა დათო ახრახაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძისა და მისი ქმრის, პოლიციელი გია ხარშილაძის მხრიდან არსებულ მუქარებზე ისაუბრა.
„2 წელია, ამ ქალთან დაძაბული დამოკიდებულება მაქვს და აქამდე ჩემი ნახვა არ ნდომებია. 4 წელია, ელისტრახოს მისი საქციელის გამო ნახევარი საქართველო აგინებს და აქამდე არავისთან მისულა მისი ქმარი! საქართველოში N1 ტერაქტის - შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების ორგანიზება დამაბრალა! თავიდან ჩავთვალე, ცხელ გულზე წამოსცდა-მეთქი, მაგრამ იმის მერე ეგ საშინელი ბრალდება კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა. უზნეობის აპოთეოზია! დააკვირდით - მისი მონაჩმახები „რუსთავი 2"-მა და ნაცებმაც კი არ გაიმეორეს, იმდენად სასაცილოდ ჟღერდა!" - განაცხადა დათო ახრახაძემ.