მსახიობ გურანდა გაბუნიას განცხადებით ხელოვნებას და პოლიტიკას არაფერი აქვთ საერთო, ამიტომ ხელოვანებმა ნებისმიერ ქვეყანაში უნდა ეცადონ საკუთარი შემოქმედება გაიტანონ და ქვეყანა ასახელონ.
ამის შესახებ გურანდა გაბუნიამ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა.
„უცნაურიც კი არის, რომ ვთქვათ, არ იციან რუსული ენა. როდესაც რუსული ენა არ იცი, ესე იგი პუშკინი არ იცი, ლერმონტოვი არ იცი, ბუნინი არ იცი და რატომ, რისთვის?
ბევრ რამეს წაიკითხავდნენ რუსულად."- განაცხადა გაბუნიამ.