logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: ორი დღის წინ ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს...
- +

23 ივნისი. 2017. 00:23



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ორი დღის წინ ტელეფონით ესაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი თავს კარგად გრძნობს.


„გუშინწინ, 20 ივნისს, ველაპარაკეთ. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჯანმრთელობის თაობაზე არაფერი მიკითხავს იმიტომ, რომ არაფერი ეტყობოდა და არც მაქვს ეჭვი, რომ რაიმე პრობლემა აქვს. პირიქით, ის დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობით: მე ოპერაცია გავიკეთე რამდენიმე დღის წინ და ამაზე უფრო მეტი ვილაპარაკეთ. მის ჯანმრთელობაზე არ გვილაპარაკია, რადგან ეს თემა არ არსებობს. ტყუილია, სასაცილოა ეს ყველაფერი" , - ამბობს გია ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი საქართველოში იმყოფება.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner