-
+
30 ივნისი. 2017. 16:05
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „TV-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებას ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები აინტერესებს, ვიდრე პოლიტიკა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებები.
„მე არ მგონია, რომ პარტია ასახავდეს საზოგადოების განწყობას. რადგან პოლიტიკა განსაზღვრავს საზოგადოების ცხოვრებას? ეს არ არის საქართველოს ნომერ პირველი ინტერესი. ეს არის პრესის ინტერესი, ე.წ. არასამთავრობოების, პოლიტიკური წუმპის, თორემ საზოგადოება სხვა ინტერესებით ცხოვრობს. არ მაინტერესებს ბუკიკიო რას იძახის, მარტო მე კი არა მთელ გლეხებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში სხვა საკითხები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ბუკიკიო. ქართული პრესა კი სამი დღეა ბუკიკიოთი იწყებს და ბუკიკიოთი ამთავრებს და კითხეთ აბა გლეხს, ბუკიკიო აინტერესებს?" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.