logo_geo
eng_logo
რომა რცხილაძე: ჩვენ ვართ ელჩები! თუ საჭიროა სოხუმშიც ვიმღერებ და მოსკოვშიც!
- +

8 აპრილი. 2016. 13:09

 

„ჩვენ ვართ ელჩები!"- ასე აფასებს მუსიკოსი რომა რცხილაძე ჯგუფი „მგზავრების" კონცერტს სანკტ-პეტერბურგში, რომელიც 9 აპრილს უნდა შედგეს.


როგორც გადაცემა „პრიორიტეტში" რცხილაძემ განაცხადა, სირცხვილია, რომ დღეს საქართველოში ასეთ თემებზე მიდის კამათი, რადგან ხელოვანი ადამიანები ერთგვარი ელჩები არიან, პოლიტიკა კი მათგან შორს უნდა იყოს.


„ჩვენ ელჩებმა, პიტერში იქნება ეს, ერევანში თუ ბათუმში, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ მუსკით. დიახ! უნდა ჩახვიდე და იქ, ეპიცენტრში, ჩვენი პოლიტიკური სათქმელი სცენიდან უნდა ვთქვათ!

 

ეს არ არის სამარცხვინო. ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ მე და ჩემი სამეგობრო ვართ მოღალატეები.

მე მუსიკოსი ვარ, მყავს ჩემი არმია იმ ადამაინების, ვინც ჩემს პოზიციას იზიარებს. ჩემი საქციელით საერთაშორისო პოლიტიკურ ფონს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თუ საჭიროა სოხუმშიც ვიმღერებ, მოსკოვშიც ვიმღერებ, „ჯანდაბაშიც" ვიმღერებდა ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი!"- განაცხადა რცხილაძემ.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner