ოთარ აბესაძე: „პოლიტიკოსები“, რომ მოეშვათ ხანძართან პოზიორობას და აცადოთ სახანძროს მუშაობა უკეთესია...
-
+
2 ივლისი. 2017. 23:37
მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პოლიტიკოსებმა" რომ თავი შეიკავოთ, მოეშვათ ხანძართან პოზიორობას და აცადოთ სახანძროს მუშაობა უკეთესია" , - წერს აბესაძე.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ელიავას ბაზრობაზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ელიავას ბაზრობაზე მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას 2 საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მეხანძრე.
ხანძრის ლოკალიზების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ზე წერს.