logo_geo
eng_logo
მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა
- +

5 ივლისი. 2017. 16:02



ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.


ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი 2 მოქალაქის გადარჩენა ვეტმფრენების საშუალებით გახდა შესაძლებელი. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახრეხებდნენ, რის გამოც ვეტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.


საფრთხე რეალურად ძალიან დიდი იყო, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დროული და კოორდინირებული რეაგირებით ჩვენ შევძელით ამ ორი ადამიანის გადარჩენა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თითოეულ მაშველს და ადგილობრივ ხელისუფლებას" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა ლევან შონია.


ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner