logo_geo
eng_logo
„ბუნებაში ტკიპი იყო, არის და იქნება“ - პაატა იმნაძე საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს
- +

9 ივლისი. 2017. 17:41



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მეგობრებო, ახლა ტკიპებით გაგიჟებენ. ბუნებაში ტკიპი იყო, არის და იქნება. ტკიპების უმრავლესობას არაფერი არ გადააქვთ, ერთეული შემთხვევები ბორელიოზის (ლაიმის) არის ჩვენთანაც და მთელ ევროპაშიც. დიაგნოზსაც ვსვამთ და მკურნალობაც მშვენივრად იციან ჩვენმა ექიმებმა. ისე, ისეთი შხამქიმიკატი, ტკიპი რომ მოკლას და სხვა მწერები არა, არ არსებობს, მეფუტკრეობაც გავანადგუროთ? ვისაც არ უნდა, რომ უკბინოს, წაისვას რეპელენტები", - წერს პაატა იმნაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner