logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა „რუსთავი 2“-ს: სამარცხვინო სიუჟეტი იყო რაც იკადრეთ
- +

10 ივლისი. 2017. 01:10



„რუსთავი 2", თქვენთვის წმინდა ხომ აღარაფერია, ადამიანების საცვლებში იქექებით და პირად ცხოვრებაში ძვრებით", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამარცხვინო სიუჟეტი იყო რაც იკადრეთ, სუს-ის თანმშრომელი, გათხოვილი ქალი, ოჯახს და ორ მცირეწლოვან შვილს ტოვებს, თანამშრომელი კაცის „სიყვარულის" გამო, გარბიან საზღვარგარეთ, რომ დაემალნონ ოჯახს, ძმებს, მშობლებს, ქმარს და იქიდან ინტერვიუს იძლევიან გომელაური სიბინძურეებს გვავალებდა, იმიტომ წავედითო. ხთფუიი ამ სამარცხვინო ქალს და კაცს და მართლა ვაი თქვენ. მეცოდება იმ ბინძური ქალის ოჯახი, ძმები, მამა რა დღეში ჩააგდო ამ გოგოს უზნეობამ. თქვენ საქვეყნოდ უფრიალეთ ოჯახს საცვლები! მხოლოდ იმის გამო, რომ ვახტანგ გომელაური გაგესვარათ! ეს თუ ჟურნალისტიკაა და ეს თუ მაღალი სტანდარტებია, ვაიი ამ ქვეყანას!" - წერს ჯღარკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner