ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი.
„ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი", - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.