ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თენგიზ სუნხანიშვილი შვილიშვილ, ჩოგბურთელ ლუკა კორინთელთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ლუკა 22 წლის ხდება. ამ კომბინირებულ ფოტოზე თითქმის თანატოლები ვართ. მინდა, რომ ახლა მისი ტოლი ვიყო? რა თქმა უნდა , - არა! იმიტომ, რომ რაც იყო, ის მხოლოდ ჩემია, შეუფასებელი და დაუვიწყარი. მის წინაშე სულ სხვა ამოცანებია, მათ შორის იმ სიმაღლეების დაძლევა, რომელთა დაპყრობაც მე ვერ მოვახერხე. ეს შვილიშვილის გენეტიკური ვალია ბაბუის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ლუკა არ დამაღალატებს... მას ძლიერი, ჩემპიონის სული აქვს! გკოცნი ჩემო ბიჭო!", - წერს სულხანიშვილი.