logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი კობა კაპანაძეს: შენ მხოლოდ თავჩაქინდრულმა უნდა იარო!
- +

11 ივლისი. 2017. 01:25



„ექსკლუზივ ნიუსის" გენერალურ დირექტორის დარეჯან ლიპარტელიანის facebook-სტატუსს კობა კაპანაძე კომენტარებში ეხმაურება. როგორც კაპანაძე კომენტარში წერს,  - „მე არ მქონია იმხელა თანამდებობა და გავლენა რომ ვინმეს გუნდის წევრი ვყოფილიყავი. რეკომენდატორი კი თავად იოსებ გოგაშვილი გახლდათ. რაც შეეხება მხარდამჭერების დასაქმებას, ადგილი აღარ რჩება ნატესავებმა დაიკავეს. თქვენ გაქვთ უფლება ცუდ ადამიანად ჩამთვალოთ, ეს თქვენი გამოხატვის თავისუფლებაა... სამაგიეროდ მე არ გთვლით ცუდ ადამიანად!", რაზეც დარეჯან ლიპარტელიანი შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:

 

„საერთოდ, ნაკლებად მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ჩემზე და კარგი ადამიანი გგონივარ თუ ცუდი... იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ ამბობ ამას ჩემზე, რომ გეშინია იმ სიბინძურეებზე არ ავლაპარაკდე აქ და არ დაგიყარო მარგალიტეგბად, რაც მე ვიცი და ადრე გიკეთებია... იცი შენ რეებსაც ვგულისხმობ... ისე, ფაქტებად მოგიყვან თუ გინდა... და კიდევ, მთავარი... შენ გგონია, რომ მართლა იმ კაცის გვარი მაინტერესებს, თუ ვინ გაგიწია რეკომენდაცია? ძალიან ცდები... აქ არავის გვარს არა აქვს მნიშვნელობა... უბრალოდ, ჩემი პოსტის ბოლოდან რომ დაიწყე, პასუხის გაცემა, თავიდან დაგეწყო, იმის შესახებაც გვითხარი ერთი, კაკო ჩხაიძემ რა „გრივი" გაგიკეთა, თეა რუსიტაშვილის ჩანაწერზე დაყრდნობით „რუსთავი 2"-მა, რომ გაგფაქტა და სიუჟეტი მოგიძღვნა? ის, რაც ჩაიდინე წარსულში, აქედან გამომდინარე, მთავარი ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ შენნაირი ბეგრაუნდის და წარსულის ადამიანი, ზოგადად არცერთ თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს, ამის თქმა მინდა და ვამბობ კიდეც ხმამაღლა, რომ შენ ხარ ადმიანი, რომელსაც უფლება გაქვს, მთელი ცხოვრება იყო მხოლოდ თავჩაქინდრული და პასუხი აგო ყველა იმ დანაშაულობებზე, რაც კი ჩაგიდენია. აი ესაა ჩემი აზრი, შენს მიმართ... ხოდა, თუკი არ ჩაიწყვეტ მაგ ხმას, კი იცი არაფერი არ დამიშლის, წვრილ-წვრილად დაგილაგო შენი შავბნელი საქმები კობა ბიძიკო! ხოდა, აუდე აქედა... მიბრძანდი ჩემი გვერდიდან და საერთოდ, არაკომპეტენტური ხალხის კომენტარები არ ვნახო ამ პოსტზე!" - წერს ლიპარტელიანი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს დარეჯან ლიპარტელიანმა კობა კაპანაძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:


„ორი დღეა ველოდები ჩემი კოლეგებისგან თუნდაც უბრალო კომენტარს, რომელშიც იოტისოდენა სიმართლე მაინც იქნებოდა ნათქვამი, იმის შესახებ, თუ ეს „საამაყო ადამიანი", კობა კაპანაძე, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომელია, რეალურად რას წარმოადგენს..

 

კობა კაპანაძემ 2001 წელს ჟურნალისტური გამოძიება, საჯარო სამსახურის პირველი პირების, კორფციული საქმიანობის შესახებ დაიწყო... რომელიც შემდეგ იმით დამთავრდა, რომ კობა კაპანაძე გამომძალველ „ჟურნალისტად" მოგვევლინა და ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკისგან, ქრთამის სახით სარგებელიც მიიღო... ამის შესახებ, თავის დროზე გაზეთი „ალია" ჟურნალისტური შანტაჟის შესახებ წერდა. პირადად მე ვწერდი „ალიაში" ამ ფაქტის შესახებ... შემდეგ კი, ჩემი დაწყებული სკანდალი გაზეთ „ალია"-ში ჟურნალისტური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა თეა რუსიტაშვილმა გააგრძელა... თეა რუსიტაშვილმა გამოძალვის შესაებ ფაქტობრივი მასალა დადო და გამოძალვის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"- მა მთელი რიხით და ხმაურით გააშუქა... მაშინ ამ თემაზე, მთელი ქვეყანა ალაპარაკდა და „ალიამ" დიდი სკანდალი „აწია". ამ ფაქტზე კობა კაპანაძე, მაშინ არავის დაუსჯია, თუმცა ჟურნალისტური წრეებიდან ჩუმად გაიპარა და გაქრა!

 

საოცარია და მართლა მაინტერესებს - რა ესაქმებოდა კობა კაპანაძეს ჟურნალისტურ წრეებში?!. გამოდით ძვირფასო კოლეგებო და ხმა ამოიღეთ, რატომ დუმხართ, გიტყდებათ სიმართლის თქმა?! სწორედ, „რუსთავი 2"- მა გააშუქა კობა კაპანაძის მიერ განხორციელებული გამოძალვის ფაქტი ერთ-ერთი ჩინოვნიკისგან და რატომ არქივიდან ის სიუჟეტი არ ამოიღო გიორგი გაბუნიამ?

 

ნიკა გვარამია, სინდის-ნამუსზე არ გთხოვ პასუხს და არც მაინტერესებს შენი მორალი, მაგრამ სკანდალს რომ ამზადებს ტელევიზია, ელემენტარული ჟურნალისტური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ორივე მხარის შესახებ, ტელევიზიამ უნდა მოიძიოს სრულყოფილი ინფორმაცია და თვალები არ უნდა დაგიბრმავოს, ოპონენტის სიძულვილმა...

 

ისე, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტი, ამას არაფრით არ გააკეთებდა... გაბუნიაზე არ მაქვს საუბარი...

 

და ბოლოს, მართლა მაგრად მაინტერესებს, რა ესაქმებოდა მსგავსი ტიპის ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურაში და საერთოდ, ვინ ჯანდაბამ გაუწია რეკომენდაცია, ამ გამომძალველსა და გარეწარს?... უამრავი პროფესიონალი და ერთგული მხარდამჭერები უმუშევრები გყავთ და უკაცრავად, მაგრამ როცა ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთ სერიოზულ უწყებაში, რეკომენდაციას უწევთ, თქვენ საერთოდ გონზე თუ ხართ?!..." - წერს ლიპარტელიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner