„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი როგორ არის შეგიძლიათ მითხრათ? მეუზრდელა ერთხელ და მისი ნახვა მინდოდა, დავურეკე ტელეფონზე და ვეუბნები მოვალ სად ხართქო, შენ სად ხარო, მეთქი დიღმის მასივში, და ტიპი მეუბნება ფუ შე სოფლელოო... მარტო მთაწმინდა ჰგონია ტიპს თბილისი... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეგ მიხედავს თბილისს როგორ ფიქრობთ?!" - წერს გაბედავა.