logo_geo
eng_logo
ლიფტის ჩამოწყვეტა და ეზოდან გამოგდებული ბავშვი – სოციალურ ქსელში „m2“-ში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
- +

18 ივლისი. 2017. 17:27

 


სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინუკა ცინცაძე საცხოვრებელ კომპლექს „m2"-ში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და წერს, რომ თავად შეესწრო შემთხვევას, როდესაც  „m2"- ის 4 წლის წინ დასრულებულ კორპუსში ოთხ ადამიანს ლიფტი მოუწყდა, საბედნიეროდ ყველა ადამიანი გადარჩა.


გთავაზობთ ნინუკა ცინცაძის პონსტს:


„გუშინ შუადღეზე „m2"-ის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კერძოდ „m2 იპოდრომთან", რომლის მშენებლობა სულ 4 წლის წინ დასრულდა, ჩამოწყდა ლიფტი. ამ ლიფტში 4 კაცი იმყოფებოდა, ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და ბებია, რომელიც ყველაზე მეტად დაშავდა. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. მე-13 სართულზე ადიოდნენ და ლიფტი მესამედან ჩამოწყდა. ადგილზე მოვიდა პოლიცია. ჯერ ლიფტში მყოფ ადამიანების რაოდენობით დაინტერესდა, პირველი კომენტარი იყო მათი რაოდენობის გადაჭარბების შესახებ და არა მათი მდგომარეობის. ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია სავარაუდოდ შეეცდება ამ ინციდენტის დამალვას ან სხვაგვარად ინტერპრეტირებას, რადგან ადამიანებზე უფრო პრიორიტეტული იმიჯია.

 

აქვე მეორე ინციდენტს დავამატებ, ასევე „m2"-თან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ მეგობარი ბავშვთან ერთად სეირნობდა და შევიდნენ „m2"-ის ეზოში სათამაშო მოედანზე. გვერდზე ეზოდან იყვნენ შემოსულები, ანუ არაელიტური - ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსიდან, რომლის ეზოშიც მხოლოდ სტადიონია და არავითარი საბავშვო მოედანი. იქვე მჯდომმა, „m2"-ის მაცხოვრებელმა მშობლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს უცხო პირთა შემოსვლასთან დაკავშირებით. დაუძახეს იქვე მდგომ დაცვას და სასწრაფო წესით მათი იქიდან „გათრევა" მოსთხოვეს. სიტყვა „გათრევაზე" ტექნიკურად აქცენტს ვერ ვავლებ როგორც ეს ვორდშია შესაძლებელი.

 

დაცვამ რეაგირება მოახდინა სიტყვებით: მე შემექმნება პრობლემები აქედან თუ არ გახვალთ, და გამოაბრძანა ჩემი მეგობარი, მის 6 წლის დისშვილთან ერთად „m2"-ის ტერიტორიიდან.  ბავშვს უსამართლობის და გაუგებრობის ნიადაგზე ისტერიკა დაემართა, ტირილი აუტყდა იქვე და შემდგომ აგრესია გაუჩინა... დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ," - წერს  ნინუკა ცინცაძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner