ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალური ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ რეაგირებს ქალაქის მმართველობა მოქალაქეების მიერ წამოწეულ საკითხებზე.
ასე იყო ვარკეთილი3-ის მე4-მ/რაიონთან დაკავშირებით. იქ ზებრახაზი სამ ადგილზე გაზონზე გადადიოდა. სულ ახლა ეს პრობლემა გამგებლის გიორგი ბაგრატიონის ძალისხმევით გამოსწორდა. ზებრახაზი გაიჭრა, ასფალტი დაიგო და მალე ზოლებიც განახლდება. დიდი მადლობა ვარკეთილის გამგეობას, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სამსახურსა და მის უფოსს მამუკა მუმლაძეს.
იმედია, თბილისის რაიონების სხვა გამგებლები ასევე გამოიჩენენ ყურადღებას და ხელი შეეწყობა მოძრაობის წესების დაცვასა და უსაფრთხო გადაადგილებას", - წერს გოგა ჩანადირი.
ერთი კვირის წინ ასეთი იყო გადასასვლელი
დღეს უკვე პრობლემა გამოსწორებულია