„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„1945 წლამდე ნაცისტურ გერმანიაშიც დიდების ზენიტში იყო ფაშიზმის მეხოტბე ჟურნალისტები, მაგრამ ზოგი ნიურბერგის პროცესზე გასამართლდა, ზოგიც თავად გერმანელი ხალხის მიერ. ძალიან მალე დასრულდება სოროსის და ფსევდოლიერალიზმის ეპოქაც და გამარჯვებული ქართველი ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, ფსევდოლიბერალიზმის და სოროსის იდეების ერთგულ მედიის წარმომადგენლებს", - წერს მჟავანაძე.