logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: დახვრეტილი ზვიად გამსახურდიას თანამდგომნი, უანგაროდ მყოფი მხარდამჭერები!
- +

20 ივლისი. 2017. 02:08



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რუსული ჰაუბიცებით და კალაშნიკოვებით დახვრეტილი დამოუკიდებელი საქართველო! ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება!

 

დახვრეტილი ზვიად გამსახურდიას თანამდგომნი, უანგაროდ მყოფი მხარდამჭერები! ნაწამები,დაპატიმრებული და დახვრეტილი მწერლები, პოეტები, მეცნიერები, პროფესორები, მხატვრები, მასწავლებლები, ჟურნალისტები! ვარაზ ვარაზიშვილიც ერთ-ერთი სწორედ ინტელიგენტთაგანი იყო,პროფესიით მუსიკოსი,წმინდა ილია მართლის საზოგადოებიდან, უიარაღოთ დადგა იქ "სადაც ქარიშხალია" რუსთაველის გამზირზე! მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "თბილისიდან" (სადაც იმჟამად სიგუა იყო დაბანაკებული) სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა ვარაზ ვარაზიშვილი!

 

დედამისი ქ-ნი კლარა შედანია ყველა მიტინგის აქტიური მონაწილე გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე შეურიგებელი დარჩა იარაღის გზით მოსული რეჟიმისადმი! ღრმად მოხუცებული მაინც ეძიებდა სამართალს ყველა საპროტესტო აქციაზე... ვიცოდეთ და გვახსოვდეს საქართველოს ღირსეული მამულიშვილები და ეროვნული გმირები!" - წერს შონია.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner