-
+
20 ივლისი. 2017. 13:21
„ლაშა არ მეგონა,რომ მავანთა ხელში მარიონეტად იქცეოდი! მე ერთნაირად ვუყურებ CNN, BBC, Hd life, Fashion tv, НТВ და ТНТ-ს!
რატომ ბედავ, მე და ჩემნაირებს შეგვიზღუდო არჩევანის უფლება? ეს არაა ფაშიზმი? იქნებ მოსახლეობას მოუწოდო რუსი ტურისტები გაყარონ?
მთელს ევროპაში გაქვს არჩევანი გინდა „ალჯაზირას" უყურო, გინდა „ორტ"-ს, გინდაც „რაიუნოს" საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული და ეთნიკურ უმცირესობებს განსაკუთრებულ პატივს სცემდა!
არ ფიქრობ სამცხე-ჯავახეთზე, არ მიქრობ ქვემო ქათლზე?
ეს რა მიშისტური ფსევდო პატრიოტიზმია, რომელიც რუსულ არხებს კრძალავდა და სტრატეგიულ ობიექტებს ჩუქნიდა!
ასე რომ, ლაშა შენი მხრიდან ეს ქსენოფობიაა და არ გეკადრება!" - წერს ლალი მოროშკინა.
http://www.timer.ge