ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს პატარა ოთოია კახიძე, რომელიც ყვირის, იარაღის ტარების უფლება მაქვსო, მაგრამ კანონი კრძალავს იარაღით მისვლას აქციაზე, რატომ დატანტალებდა იარაღამოჩრილი? იმედია ხვალვე გააქანებენ შესაბამისი მუხლით!
ნაპროკურორალმა დეპუტატმა არ იცის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ბოდიში არ წერია? შენი ბოდიში იმ 9 წელში გეხმარათ! მიაბრძანეთ ეს კანონდამრღვევი დროზე!!! ისე, შე არაკაცო, შენი პროკურორობის დროს გენერალ კაცს ავტომატი ჩაუდეთ, გენერალსაც აქვს იარაღის ტარების უფლება, არ ჰქონია თან და ჩაუტენეთ და დაიჭირეთ თამაზაშვილი, არაკაცებო", - წერს ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე 23 ივლისს გამართულ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა. კახიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.