logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: თავიანთი მიზნის მისაღწევად მომხრეთა გვამებზეც თავისუფლად გადაივლიან!
- +

25 ივლისი. 2017. 02:03



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


გიგა ბოკერია ცდილობს, რომ ე.წ. „ევროპული საქართველო" მეორე პოლიტიკურ ძალად აქციოს და ამისათვის ნებისმიერ ხერხს იყენებს. მისი გუშინდელი მსვლელობა, რომელიც ერთი შეხედვით ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ისეთ სენსიტიურ თემაზე ააგო, რომელსაც ყველაზე ვერაგი ადამიანვერ მოიფიქრებდა. მან საბოლოოდ გაწირა ახალგაზრდა გოგონას პოლიტიკური მომავალი, რომელიც ფაქტობრივად მისი პოლიტიკური ძალის იდეური მომხრე იყო და ამისათვის სრულად გამოიყენა მის ხელთ არსებული მედიარესურსი.

 

ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში არ არსებობს მედიასაშუალება, რომელიც შეძლებს, ბოლომდე ჩამოხსნას ნიღაბი და როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ აჩვენოს ბოკერიას და მისი გუნდის რეალური სახე. ისინი თავიანთი მიზნის მისაღწევად, თავისუფლად გადაივლიან არა მხოლოდ მოწინააღმდეგეთა, მომხრეთა გვამებზეც", - წერს გაბრიჭიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner