„ჯორჯიან თაიმსი"-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ნანა გაგუა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ვერ გიტან! იმიტომ რომ ვერც შენ გვიტანდი!
არ მწყინს შენი გზააბნეულობა! იმიტომ, რომ არც შენ გწყინდა უამრავი ჩვენთაგანის გამრუდებული ცხოვრება!
არ მეცოდები! იმიტომ, რომ არც შენ გეცოდებოდა არავინ და არასოდეს. არ მედარდები! იმიტომ, რომ არც შენ არ გედარდებოდა არცერთი ჩვენთაგანი. პირიქითაც კი: ნეტარებდი, როცა იარებზე მარილს გვაყრიდი და ჩვენ გვტკიოდა. არ მაინტერესებს შენი ხვალინდელი დღე! იმიტომ, რომ შენ საერთოდ არ გადარდებდა ჩვენი "ხვალინდელი დღე". შენი სიფათის დანახვაც არ მინდა! იმიტომ, რომ შენი გარემოცვის გარდა, შენი მოსაწონი სიფათი არავის გვქონდა ამ ქვეყანაში! ვერ გიტან!... მაგრამ, მეცოდები - გაგიჭირდება ამდენი ცოდვის ტარება საკუთარი ზურგით! არადა, არც ისეთი „ძლიერი" და უძლეველი ყოფილხარ, როგორ მითებსაც ქმნიდი საკუთარ თავზე, მიჰ-ჰაილ!.... Heil-მიჰაილ!" -წერს გაგუა.