logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: რომელი ბინა გაყიდა სააკაშვილმა? როგორც მახსოვს, ამბობდა, ერთი მაქვსო, და...
- +

27 ივლისი. 2017. 18:10



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:


„რას აპირებთ მოქალაქეობის გაუქმების შემთხვევაში? - უკრაინული გამოცემის ამ კითხვას სააკაშვილმა ასე უპასუხა:

 

„არც არაფერს. ვიჯდები აქ, კიევში. პრობლემა არაა. ვიჯდები კიევში, მოქალაქოების გარეშე. მე ახლა აქ, შორიახლოს ვცხოვრობ. ვნახოთ, იქნებ რაიმე პატარა ბინა აქ ვიყიდო. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ბინა გავყიდეთ".

 

სადაც უნდა იქ იცხოვროს თავისი ძემოსტრაკი ქალებ-კაცმაცუნებითურთ, მე სხვა რამ მაინტერესებს, ძალიან:

 

რომელი ბინა გაყიდა სააკაშვილმა (როგორც მახსოვს, ამბობდა, ერთი მაქვსო) და ვინ იყიდა?" - წერს მეფარიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner