logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ხანძარს“, რომელიც „რუსთავი 2“-ში „მოხდა“ აქვს უმარტივესი მიზეზი...
- +

27 ივლისი. 2017. 21:40



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში გაჩენილ ხანძარს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„იმ „ხანძარს" რომელიც „რუსთავი 2"-ში „მოხდა" აქვს უმარტივესი მიზეზი. ეს არ არის არც დიკოს დედამთილის მოულოდნელი მოსვლა, რის გამოც დიკომ ანთებული სიგარეტი ერთ-ერთ შემდგომში დამწვარ სკამში დამალა და არც რაიმე ნორმების დაუცველობა.

 

ყველაფერში დამნაშავე ის ფინანსური დავალიანებაა, რომლის გადახდაც ამ რამდენიმე დღის წინ გვარამიას მოთხოვეს.

 

სცენარი მეხანძრე-მაშველებმა სულ აურ-დაურიეს. არადა რა მაგრად იყო დაწერილი:

 

1. ნოდარიკო მელაძის შეკივლება - სად არიან მეხანძრეები ამდენ ხანს!

 

2. თამარ ბაღაშვილის მიერ წინასწარ დაზეპირებული ტექსტი, რომელიც მეხანძრეების წყალობით დაახლოებით ისე გაისმა, როგორც „დინამოს" ფეხბურთელების შემადგენლობის წარდგენის ნაცვლად, „მილანის" შემადგენლობის ჩამოთვლა.

 

3. გვარამია ამერიკაში იყო ბელადთან შესახვედრად.

 

4. იმ თანამშრომელს, რომელმაც ცეცხლმაქრი მოიტანა, უეჭველი მოხსნიან!

 

ეჰ, მეთოდები დაგიძველდა ნიკა-პომპიერო", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner