logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ამ ჭკუიდან შერყეულ, საწყალ მაწანწალას მეტი რა უნდა ვუსურვო?!
- +

27 ივლისი. 2017. 23:24



მოკლული გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ შურისძიება არ შემიძლია. ჯერ კიდევ, ბავშვურმა გონებამ გამოსავლის ძებნა როცა დაიწყო, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაზე დიდი შურისძიება ის იქნებოდა, მე თუ ვიქნებოდი კარგად, ანუ ჩემი ცუდად ყოფნით სხვას, ვისაც ეს სურდა, სიამოვნებას არ მივანიჭებდი. ამ ბავშვურმა, თითქოს, სისულელემ, ძალიან მიშველა ცხოვრებაში. პატარამ დავიჯერე - ყველა ვითარებაში შეიძლება იპოვნო კაცმა არაერთი დადებითი რამ და იყო ,,კარგად", ისე, რომ ვინც გერჩის, იმის წინააღმდეგ თითიც არ გაანძრიო...

 

ოღონდ, ეს არ ეხება მამაჩემის მკვლელობას და ჩემი ოჯახის ამოწყვეტას! აქ არ დავინდობ არავის.

 

მე მინდა სიმართლე! დამტკიცებული! თორემ ჩემთვის, დიდი ხნია, ყველაფერი ნათელია.

 

გიორგი ბარათელი უნდა გამართლდეს!

 

ამის შემდგომ - პატიება? - კი, ბატონო!

 

P.S. ამ ჭკუიდან შერყეულ, საწყალ მაწანწალას მეტი რა უნდა ვუსურვო?!" - წერს რუსუდან შარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner