logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სააკაშვილის რეჟიმი - მასობრივი რეპრესია და საზოგადოების დაჩოქების მცდელობა!
- +

28 ივლისი. 2017. 02:04



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სააკაშვილის რეჟიმმა სამასი ათასი მოქალაქე გაასამართლა. გასამართლებულთა უმრავლესობას საქმეები ცინიკურად შეუკერეს. ზოგს თაღლითობაში დასდეს ბრალი, ზოგს- ნარკოტიკის რეალიზაციაში, ზოგს- ტერაქტების მოწყობის მცდელობაში. ეს იყო მასობრივი რეპრესია და საზოგადოების მასობრივი დაჩოქების მცდელობა, ამიტომ ცოტა არ იყოს, უხერხულია, როცა დღეს... სააკაშვილის პერიოდში უკანონოდ გასამართლებულ ადამიანებს ამ უკანონო ნასამართლეობას „კომპრომატად" დაუდებენ ხოლმე", - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner