logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: თუშეთის გზაზე ისევ დავაფიქსირე არასასიამოვნო ფაქტი...
- +

28 ივლისი. 2017. 13:04



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„თუშეთის გზაზე ისევ დავაფიქსირე არასასიამოვნო ფაქტი - უცხოელმა ტურისტებმა იციან მისალმება, ქართველ ტურისტებს ან არ ახსოვთ, ან არ თვლიან საჭიროდ.

 

მსოფლიოში ყველაზე საინტერესო და აზრიანი მისალმება გვაქვს ქართველებს და გამარჯობა!-ს თქმა რატომ გვეზარება? მითუმეტეს მთაში?

 

პარადოქსია, ვიჩემებთ სტუმართმოყვარეობას და ელემენტარულს არ ვკადრულობთ. სხვას რომ გამარჯობას ეუბნები, ამით შენ კი არ მარცხდები, პირიქით, შენს სიძლიერეს ასხივებ, ამიტომ ნუ გავიბრიქებით და არ დაგვეზაროს გამარჯობის თქმა. და კიდევ ერთი, არ მოგვერიდოს და აზრზე მოსვლისკენ მივუთითოთ მათ, ვინც სამსახურში გამარჯობას მხოლოდ ზემდგომებს ეუბნება, ქვეშევრდომებს კი ღირსად არ თვლის. სამწუხაროდ ასეთები ბევრი გვყავს. ხომ არ ვარგა? ხოდა გამარჯობა თქვენ!" - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner