ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კაროჩე, როცა ასარჩევი კანდიდატი ამბობს - როცა მერად მოვალ ამ და ამ საქმეს, ანდა, ამისა და ამის პრობლემას მხარს დავუჭერო, კონკრეტული ელექტორატის გასაგონად და მათგან იქით მისაღები მხარდაჭერის გამო ამბობს.
თანაც, ეს, ისეთების გასაგონად უნდა თქვა, რაოდენობრივად შენი არჩევის გარანტიის ნახევარზე მეტი მაინც რომ გაქაჩოს, თორემ 200 თბილისელი, ავტობუსის კონდუქტორის მხარდაჭერა, გინდა გქონია, და გინდა არა!
უდუმაშვილმაც იფიქრა, იფიქრა და - როცა მოვალ, მე ვიცი „ლგბტ"-ს პატივისცემა და მხარდაჭერაო - თქვა!
უდუმაშვილო! ტელევიზორში ჩანხართ ბევრი, თორემ „ლგბტ"-ები ავტობუსის კონდუქტორებზე მეტი არ ხართ!
ისე კი, ზოგადად, თუ მაგ სასტავში ნაცებიც გაგყავს, რაშიც ვერავინ შეგედავება, მაშინ მეორე ადგილის შანსი ნაღდად გრჩება!" - წერს ხაჩიძე.