logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: არის საკითხები, სადაც არავინ იცის, სააკაშვილი უფრო დამნაშავეა თუ ბოკერია!
- +

28 ივლისი. 2017. 23:53



„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბურჯანაძის განაცხადებით, „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიას, ქვეყნის წინაშე არანაკლებ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ისევე როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ  სააკაშვილს".


„გამოფხიზლდით ხალხო, მართლა რა დაგემართა თუ ბოკერია არის თქვენთვის მეორე პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების" შემდეგ, მაშინ სააკაშვილიც ზედმეტი ყოფილა ჩვენთვის. უფრო უარესის ღირსიც ვყოფილვართ. არც არჩევნები შემაჩერებს და არც მოსახლეობის განაწყენება. ბოკერია იყო ყველა იმ უბედურების უკან, რაც აკეთა სააკაშვილმა. არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც კაცმა არ იცის, სააკაშვილი უფრო დამნაშავეა თუ ბოკერია. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა იყო ბოკერიას ამოსავალი. რა ამოცანები ჰქონდა მას... ძალიან ხშირად იგი ზეწოლას ახდენდა სააკაშვილზე, გადაწყვეტილებების მიღების დროს და ეს ნამდვილად არ იყო ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები",  -განაცხადა ბურჯანაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner