ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას" მიმართავს და ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი უნდა ითვლებოდეს ბადრი პატარკაციშვილი სამშობლოს მოღალატედ?! ეს საქმე გამოიძიეთ ან იმაში დამარწმუნეთ, რომ პატარკაციშვილი მართლა გულის შეტევით გარდაიცვალა და არა „ნაციონალების" ხელით!" - ამბობს ირინა გოგოსაშვილი.