ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სხვის შვილებს ნუ განვიკითხავთ: ნურც ნარკომანებს, ნურც პატიმრებს, ნურც, თუნდაც სრულიად უვარგისებს...
ყველა ოჯახში თავისი დოლაბი ტრიალებს და არავინ ვიცით, რატომ და რა მიზეზით... ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, სწორედ საკუთარი, ახალგაზრდული მაქსიმალიზმით უშვებენ შეცდომებს, თორემ მშობლები შვილებს არასოდეს აჩენენ „შეცდომების დასაშვებად"...
სახეს ნუ დავკარგავთ! გვეცოდებოდეს შესაცოდებლები..." - წერს ნანა გაგუა.