„მე პირველი გავმართავ აქციებს ყველანაირი მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკის აკრძალვის მიზნით. შემომიერთდით, არ გვყავს დასაღუპი თაობა! არა ნარკოტიკს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის გოგო, რომელიც ანაკლიაში ფესტივალზე კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალა, არ ყოფილა არასდროს მომხმარებელი. აი ისაა უბედურება, რომ ფესტივალებზე და კლუბებში თავისუფლად იყიდება ექსტაზები და ათასი უბედურება. აი აყვა მეგობრებს, მიმბაძველობას და დაიღუპა ანგელოზივით გოგო. მე პირველი გავმართავ აქციებს ყველანაირი მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკის აკრძალვის მიზნით. შემომიერთდით, არ გვყავს დასაღუპი თაობა! არა ნარკოტიკს!" - წერს ჯღარკავა.