„სიმართლე თქვით, სიმართლე. ვისი და რისი ბრალია? შარშან რამდენი დაიღუპა! რატომ მალავთ?" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დავით ოქიტაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„4 აგვისტოს, გამთენიისას, ანაკლიაში ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - 22 წლის ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნათიას სული. იმედია, დამნაშავეები სასტიკად დაისჯებიან. მხილების დროა და არა დამალვის!" - წერს ოქიტაშვილი.