„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი, საამაყო სამხედრო მოსამსახურე", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მდინარი ბებიაშვილი ჩამოასვენეს.
„მან თავისი ქვეყნის ინტერესებს შესწირა თავი და მისი სახელი უკვდავყოფილი იქნება. იგი სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა იზორიამ.