logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ძალიან დიდი ტკივილია საქართველოსთვის ასეთი გმირი ახალგაზრდების დაკარგვა
- +

6 აგვისტო. 2017. 20:42


 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან დიდი ტკივილია საქართველოსთვის ასეთი გმირი ახალგაზრდების დაკარგვა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, უკვე რამდენჯერმე იყო საერთაშორისო მისიაში, დაიმსახურა მედლები, და თავი შეწირა საქართველოს უსაფრთხოებას, სახელსა და დიდებას. ქართველი ჯარისკაცები განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან და უდიდესი წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებაში, რასაც დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოება. ვუსურვებ ჩვენს გმირ ბიჭებს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას. უფალმა ნათელში ამყოფოს მდინარი ბებიაშვილის და ჩვენი გარდაცვლილი ჯარისკაცების სული", - წერს ჯანელიძე.


საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში დღეს გადმოასვენეს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner