გამოცემა Corriere Della Sera-ის ინფორმაციით, იტალიის ჩრდილოეთით, უამინდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთი გარდაცვლილი 41 წლის კაცია, რომელიც ვენეციის ოლქში, მის კარავზე ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
მოგლეჯილ ხეს ემსხვერპლა კიდევ ერთი მამაკაცი ვენეტოში. მესამე მამაკაცს კი ტრენტინო-ალტო-აჯიჯეში მეხი დაეცა.
მეოთხე დაღუპული 24 წლის ქალია, რომელიც რომიდან ლომბარდიაში ტურისტად იმყოფებოდა. ის მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა.