logo_geo
eng_logo
ნინა კობახიძე: ასე ველოდოთ კიდევ ვინმე როდის მოკვდება?!
- +

7 აგვისტო. 2017. 13:22


ჩემს ქვეყანაში არ არის ლეგალიზებული ნარკოტიკები, შესაბამისად მიხედოს ყველა ორგანომ ამ  ნარკოტიკების რეალიზატორებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ასე ველოდოთ კიდევ ვინმე როდის მოკვდება? მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვინც ამბობდა, რომ კაზანტიპი და ეს ფესტივალი უნდა ჩატარდეს. რეგიონს სჭირდება განვითარება და ეს არის ერთ-ერთი გზა განვითარების, ასეთი ფესტივალებით ვითარდება მხარე, მაგრამ ცალსახად ამ ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ დაცულია ჩემი სიცოცხლის უფლება, თუ უსაფრთხოების ნორმები დაცულია ტერიტორიაზე, თუ დაცული ვარ, რომ მომწამვლელი ნივთიერებები არ შევა და ყველა გარეწარ ბარიგას დაიჭერენ. იქ ხომ შეაქვთ არა? ჩემს ქვეყანაში არ არის ლეგალიზებული ნარკოტიკები, შესაბამისად მიხედოს ყველა ორგანომ ამ  ნარკოტიკების რეალიზატორებს. და ეს ურემის გადაბრუნების შემდეგ გამოსავლის ძიება უკვე სირცხვილია, გაჭედილები ვართ სადღაც 25 წელია. თუ შეგიძლია რამე შეცვალო უკეთესობისკენ და არ ცვლი, 1000-ჯერ მეტად ხარ დამნაშავე, ვიდრე როცა არ შეგიძლია და ვერ ცვლი!" - წერს ნინა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner