logo_geo
eng_logo
ლია ხიდაშელი კახა კახიშვილს: მადლობა, რომ არსებობთ ჩვენს იმედად!
- +

7 აგვისტო. 2017. 20:56


პატიმრის დედა ლია ხიდაშელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„მინდა მოგითხროთ ამბავი, თითქმის დაუჯერებელი ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე... ვარ პატიმრის დედა, რომელიც სასჯელს იხდის მის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულის თავდაპირველადვე არასწორი კვალიფიკაციის გამო. ჩემი შვილი, ქრონიკული ავადმყოფობის დამძიმებული ფორმით იტანჯება ორი წელია ციხის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებას არ დაუკლია მისთვის ყურადღება, ერთი დღე არ ყოფილა მეთვალყურეობის გარეშე, მაგრამ მოგეხსენებათ, ციხე სანატორიუმი არ არის... მორიგი ძლიერი გამწვავებისას გამწარებულმა დედამ მოვიკრიბე ძალა და გონება და დავურეკე მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმედი იმისა, რომ მინისტრი მიპასუხებდა, არ მქონია პირველი ზარისთანავე მიპასუხა კახიშვილმა, ფანტასტიკის სფეროა არა? მაგრამ ასე იყო... მყისიერად მისი თანაშემწე სოფო მორგოშია ჩაერთო ჩემი შვილის გადარჩენის საქმეში და ერთად ვიბრძვით მაქსიმალურად, რომ ვუშველოთ ავადმყოფს.

 

მეგობრებო! გიხაროდეთ, რომ გვყავს ისეთი მინისტრი, როგორიც არის კახა კახიშვილი! გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი გულიანი, პროფესიონალი, განათლებული და პასუხისმგებლობით აღსავსე თანამდებობის პირები. იმედი მაქვს, მაგალითის ძალის, ამბობენ გადამდებიაო!!! სხვათა შორის, შეხვედრებზე რომ მივდიოდი ჩემს შვილთან, პატიმრები დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ ბ-ნ კახას. ჩემი შვილი არ გახლავთ გაუნათლებელი კრიმინალი, შემდგარი ადამიანია, ის მეუბნება როგორი პროფესიონალი და მაგარი მენეჯერი უნდა იყო, რომ ეს სისტემა ასე კარგად დაალაგოო. ანუ პენიტენციალური სისტემა.

 

გაიხარეთ ბატონო კახა! იხაროს თქვენმა გამზრდელმა! მადლობა, რომ არსებობთ ჩვენს იმედად! განსაკუთრებული მადლობა ღირსეული მინისტრის ღირსეულ თანამშრომელს - სოფო მორგოშიას!" - წერს ლია ხიდაშელი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner