უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რუსული პასპორტი აქვს.
„ზოგიერთებისგან განსხვავებით პასპორტების კოლექციას არ ვაგროვებ და სიცრუეს არ ვავრცელებ. ჩემი სამშობლო იყო, არის და იქნება უკრაინა და უკრაინის დატოვებას არ ვაპირებ", - დაწერა პავლო კლიმკინმა „ტვიტერის" პირად გვერდზე.