ნეპალში წყალდიდობას და მეწყერს 30 ადამიანი ემსხვერპლა.
„30 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება. ამ ეტაპზე ჩვენ კონცენტრირებული ვართ ცოცხალი ადამიანების გადარჩენაზე", - განაცხადეს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ნეპალის ხელისუფლებამ სკოლებში და ადმინისტრაციულ შენობებში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფრები გახსნა.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ნეპალის ქალაქ ბირატნაგარის აეროპორტსაც.