კუნძულ კორსიკაზე ტყის ხანძრის გამო 1000-მდე ადგილობრივი მკვიდრისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის ჩასაქრობად, რომელმაც 2000 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა, 350 მეხანძრე და 35 ვერტმფრენია მობილიზებული.
მედიის ცნობით, დაკავებულია კაცი, რომელიც ხანძრის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 15 000 ევროს გადახდა ემუქრება.