სომხეთში ხოსროვის ტყე იწვის, რომელიც ქვეყნის უძველესი ნაკრძალია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ცნობით, ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ასობით ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სტიქიასთან საბრძოლველად ათობით მეხანძრე, სამართალდამცველი და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.