ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 100-ს აჭარბებს.
ბარსელონაში, რამბლას ქუჩაზე ტერაქტი 17 აგვისტოს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.