ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლაში ვიტამინი C ეფექტურია. შესაბამის კვლევას New Scientist აქვეყნებს.
ექსპერტება დაასკვნეს, რომ ეს ვიტამინი ლეიკოციტებში TET2 გენის აქტივობას აღადგენს, როცა ის ლეიკემიის დროს თითქმის ნახევრად დაქვეითებულია ნორმალურ ფიზიოლოგიურ დონესთან შედარებით. სწორედ ეს პათოლოგია გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ამრავლებს.
ამ დასკვნამდე მკვლევრები თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად მივიდნენ. მღრღნელებს 24 კვირის განმავლობაში ვიტამინის მაღალ დოზას აძლევდნენ.