logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! - ძალიან წააგავდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს!
- +

24 აგვისტო. 2017. 02:35


ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:


„არაფერს არ ვამტკიცებთ! მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! - დღეს სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, ჩვენმა ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა აი ეს ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილს" რაც გვაფიქრებინა იმან, რომ დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი, მიუხედავად გადამწვარი ტყის ფერფლის მძაფრი სუნისა, რომელიც გარშემო ტრიალებდა და ფოტოზე ჩანს, ხეზე მიმსხვრეული, რაც ძალიან ადვილად აალებად "მოლოტოვის კოქტეილს" აამუშავებდა! ვიმეორებ: - არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია, ვამბობთ, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!" - წერს ბესო ჩუბინიძე.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner