„ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ესპანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.
„ალაჰის ნებით, ალ-ანდალუსი კვლავ გახდება ის, რაც ადრე იყო, ხალიფატის მიწა", - ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
„ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი. შურს ვიძიებთ თქვენს მიერ ჩადენილ მკვლელობებზე", - აცხადებს „ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი.