logo_geo
eng_logo
პოლიციამ სამხრეთ კაროლინაში ყველა მძევალი გაათავისუფლა
- +

25 აგვისტო. 2017. 01:50


პოლიციამ ყველა მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც შეიარაღებულმა დამნაშავემ სამხრეტ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია იუწყება.


სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი დაშავდა. თავად დამნაშავე პოლიციელებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დაჭრეს.


ქალაქის მერის, ჯონ ტოკლებურგის თქმით, ინციდენტი არ არის არც ტერაქტი და არც რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.


მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ჩარლსტონში, შეიარაღებულმა კაცმა რესტორანში მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ დაწესებულებაში სავარაუდოდ, 30 ადამიანი იყო.


პრესა, თვითმხილველზე დაყრდნობით წერდა, რომ უცნობმა შეიარაღებულმა კაცმა, რომელსაც სამზარეულოს თანამშრომლის ტანსაცმელი ეცვა, რესტორნის შესასვლელი კარი დაკეტა და გამოაცხადა, რომ ის "ჩარლსტონის ახალი მეფეა".

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner