კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლაში გაჩენილ ხანძარს შვიდი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი მოზარდი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი ადგილობრივი დროით, ღამის 2:00 საათზე სკოლის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც მოსწავლეებს ეძინათ.
ხანძრის დროს შენობაში ათასზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.