მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა.
მე-7 ტურის შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მეოთხე წუთზე ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა დაფმა გახსნა, ანგარიში კი 34-ე წუთზე კი ვალერი ყაზაიშვილმა გაათანაბრა.
დღევანდელი ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 მატჩში მოპოვებული 4 ქულით მე-5 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს, ავსტრიაში მასპინძელ გუნდთან გამართავენ.